00:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 18:11:06, 696 ნახვა

საზოგადოება
TDI-EMC: მართლმადიდებლური ეკლესიის უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება ქალაქ მცხეთის მთლიან ფართობს

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" [EMC-ის და TDI] კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებში, რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მიწების საერთო ფართობი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა.

2014 წელს, საქართველოს საპატრიარქოს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა 27 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 345 454.83 კვ.მ, ხოლო 2015 წელს, 21 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 568 060 კვ.მ.

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მ (1674.3 ჰა).

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის მთლიან ფართობს.

ცნობისთვის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა 2014-2015 წლებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის გადაცემული ფინანსური რესურსებისა და სხვა მატერიალური ქონების მასშტაბსა და მიზნობრიობას აანალიზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics