23:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 11:11:20, 734 ნახვა

საზოგადოება
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის

თბილისში, სექტემბრიდან ახალი ავტობუსები ივლის.

შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Man Truck and Ag“-სთან ხელი დღეს მოეწერა.

ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკში ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლება. ევროსტანდარტების შესაბამისი  ავტობუსები სრულად იქნება აღჭურვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

დედაქალაქის მერიამ თბილისის ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო და დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაცია 30-მდე კომპანიამ წარმოადგინა, ტენდერში კი ინტერესი 7-მა კომპანიამ გამოხატა, რის შემდეგაც ეკოლოგიურობის, ეკონომიურობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით საუკეთესო შეირჩა. სატენდერო პირობებში აქცენტი ხარისხსა და გამოცდილებაზე გაკეთდა.

შერჩევა-შეფასება EBRD-ის საერთაშორისო წესების შესაბამისად განხორციელდა.

ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებს ივლის და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა გააჩნია და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics