09:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 23:49:26, 673 ნახვა

პოლიტიკა
ქემერონი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დედოფალს 13 ივლისს მიმართავს

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დედოფალს 13 ივლისს მიმართავს. BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი, დევიდ ქემერონის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, 13 ივლისს, საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდება.

ბრიტანეთის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატია. ტერეზა მეის ერთადერთმა მეტოქემ, დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ანდრეა ლიდსომმა საკუთარი კანდიდატურა პრემიერმინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობის პოსტზე დღეს მოხსნა. საკუთარი გადაწყვეტილება ლიდსომმა საჭირო მხარდაჭერის უქონლობით ახსნა.

ცნობისთვის, დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის პოსტს 2010 წლიდან იკავებს. გადადგომის შესახებ განცხადება ქემერონმა, 2016 წლის 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმში ევროკავშირის წევრობის შესახებ Brexit-ის მომხრეთა გამარჯვების შემდეგ გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics