22:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-10 10:19:35, 717 ნახვა

საზოგადოება
"Check in Georgia” -ს ფარგლებში დღეს საქართველოს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. 10 ივლისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება საქართველოს სამ რეგიონში.

თელავში, 19:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკში ნადიკვარი, მსმენელის წინაშე ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, ნინი წიკლაური, თიკა მახალდიანი, სალომე ბაკურაძე, ოთო ნემსაძე და ჯგუფი „ლაბორატორია“ წარდგებიან.

ოზურგეთში, მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ინსტრუმენტული ჯგუფისა და სოლისტების: მარიკო ებრალიძის, თემურ საჯაიას, ქეთი ფარესაშვილისა და ზაურ შავგულიძის კონცერტი; დასაწყისი 19:00 საათზე.

კიდევ ერთ რეგიონულ კონცერტს 10 ივლისს, 19:00 საათზე ბაკურიანში, თამარ მეფის მოედანზე ჯგუფი „REGGAEON“ გამართავს.

აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5” და ხოსე კარერასი.

"პროექტის „Check in Georgia“ განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი",-აცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics