08:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 22:53:41, 695 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრი შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, NATO -ს სამიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კულტურული ურთიერთობებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებას.  

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესპარტნიორობის გაძლიერება, საქართველოს სხვადასხვა სექტორში ბელგიური ინვესტიციების გაძლიერების გზით.

საუბარი ასევე შეეხო, ბელგიის სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობას საქართველოში.
გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისა და "იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ" გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა და ბელგიის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას ევროკავშირის გამოწვევებზეც იმსჯელეს. განიხილეს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები და აღინიშნა, რომ ევროკავშირში  არსებული გამოწვევები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

საქართველოს დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება.

აღინიშნა, რომ  საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ ძალისხმევას, საერთო მიზნის მისაღწევად ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ივლისის დასაწყისში შევიდა ძალაში და საქართველომ ოფიციალურად დაიწყო მისი განხორციელება.

საუბარი შეეხო ასევე, ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics