22:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 14:35:08, 613 ნახვა

საზოგადოება
ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, ბაღებში ამ დროისთვის 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა

ამ დროის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა მუშაობს უხარვეზოდ, რიგითობის პრინციპით.

 "მოქალაქეები, რომლებმაც შეავსეს სარეგისტრაციო ბლანკი და დააჭირეს ღილაკს „შემდეგი“, დგანან ვირტუალურ რიგში, სადაც თავდაპირველად რეგისტრირდება ის პირი, რომელმაც სხვაზე უფრო სწრაფად განახორციელა ეს პროცედურა. სწორედ ამას უკავშირდება სისტემის პასუხი „გთხოვთ, დაელოდოთ“. აღნიშნული პასუხის პირობებში, პროგრამას შეუძლია დაარეგისტრიროს იმდენი მოქალაქე, რამდენი ვაკანტური ადგილიც არის კონკრეტული ბაღის კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში. 

სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ტექნიკური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ არ შეევსოთ სარეგისტრაციო ბლანკი და რეგისტრაციის დაწყებამდე გადაეტვირთათ.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ სარეგისტრაციო ბლანკის ქვემოთ მოცემულ აპლიკაციაში, ბავშვის პირადი ნომრის მითითებით. 

მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ბავშვის ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ, მიმართონ მათთვის სასურველ ბაღს და დატოვონ განცხადება სარეზერვო სიაში ჩასმის თაობაზე",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics