04:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 22:35:40, 648 ნახვა

პოლიტიკა
”ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები”

"მჯერა, რომ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები. ასევე აღარ განხორციელდება ეთნიკური წმენდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. 

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრებიან ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. 

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს როლზე მსოფლიო მასშტაბით და მის ჩართულობაზე ისაუბრა.

„ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმტკიცეა და ამიტომაც ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგი მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი, ბუნებრივად ერწყმის თბილისს და საქართველოს. საერთო ღირებულებები და საერთო ინტერესები ისაა, რამაც სხვადასხვა კონტიტენტის წარმომადგენლები გაგვაერთიანა. მჯერა, რომ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები, ოკუპირებული ტერიტორიები და აღარასდროს განხორციელდება ეთნიკური წმენდა. მოსახლეობა აღარ იქნება შეზღუდული საკუთარ ქვეყანაში თავისუფალ გადაადგილებაში. სხვა ქვეყნის ინტერესების შელახვა და მისი მოსახლეობის დევნით კეთილდღეობა ვერ მიიღწევა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.

მისივე თქმით, საქართველოს როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით. 

„მიუხედავად გარკვეული დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ევროპასა და აზიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სატრანსპორტო გაძლიერებისათვის. ბოლო 5 წლის წინ საქართველომ მტკიცედ განაცხადა, რომ იქნება დამოუკიდებელი ევროპული ქვეყანა. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული ეტაპია საქართველოსთვის. მან კიდევ ერთხელ უნდა განამტკიცოს დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა საქართველოსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო-ს ასამბლეა აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics