04:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 13:07:56, 669 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: როგორც კი სააკაშვილი ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდება, ჩატაევის საქმეს გამოვიძიებთ

ჩატაევის თემასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიამი აჰმედ ჩატაევის საქმეს.

წულუკიანის თქმით, დისკუსია კარგად, თუმცა როდესაც საქმე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება, მეტისმეტი ენაწყლიანობა ქვეყანას ვნებს.

„მქონდა კითხვები, ამიტომ მის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად, თუმცა მთავარი პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ კონკრეტულ იარაღის უკანონო ტარების საქმეზე, რომელშიც მას ბრალი ედებოდა, ყოფილიყო მოხსნილი. ამ თემებზე დისკუსია კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ არასდროს დაგვავიწყდეს როდესაც საქმე ეხება პანკისს, სახელმწიფო უწყებებს, უსაფრთხოებას, ან თუნდაც სახელმწიფო საიდუმლოებებს, საიდუმლო აგენტების თემებს, აქ დისკუსია კარგია, მაგრამ მეტისმეტი ენაწყლიანობა ვნებს ქვეყანას“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან.

„ერთადერთი რამ, რაც საჯაროდ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არსებობდა კითხვები, რადგან პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან. მას იყენებდნენ სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე და როდესაც, რაღაც არ მოეწონათ, ჩასვევს ციხეში. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ანალიზი ვაკეთოთ ამ თემებზე, მაგრამ გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირველ ადგილზეა. როგორც კი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, ეს საქმე გამოძიებული იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics