03:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 17:09:04, 708 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ადასტურებს, რომ ”სამხრეთ ოსეთის” გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები გამართა

„ჩემთვის გაუგებარია ისტერიკა, რომელიც შეიქმნა  სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ“,-ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთი საქართველოსთან და რუსეთთან, "სამხრეთ ოსეთის" გავლით, გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა განადგურებულია. ალბათ ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, სომეხმა კოლეგებმა აცნობეს, რომ რუსეთის მხრიდან არაადეკვატური პასუხი მიიღეს.

„სომხურმა მხარემ არაადეკვატური პასუხი მიიღო. ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე.  შესაბამისად, რუსეთის მიმართულებით ტვირთი შავი ზღვის მეშვეობით გადის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრიმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთან და რუსეთთან, "სამხრეთ ოსეთის" გავლით, სომხეთის გ გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics