16:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 12:31:27, 622 ნახვა

საზოგადოება
ჯეჯელავა აბიტურიენტებს: გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ

გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ, - ასე მიმართავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აბიტურიენტებს.

„ყველა აბიტურიენტს წარმატებას და მალე, სტუდენტობას გისურვებთ. მთავარია, არ ინერვიულოთ და დადებითი განწყობით მიხვიდეთ გამოცდაზე.

ყველა საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი, რომ მაქსიმალურად კარგად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა.

გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ. თქვენს შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, როგორც სტუდენტებს, მალე შეგხვდებით“, - წერს ალექსანდრე ჯეჯელავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყო. წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics