01:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 19:31:05, 668 ნახვა

პოლიტიკა
დუგლას ფრანცი: საქართველო შეიძლება იქცეს განვითარების მოდელად სხვა ქვეყნებისთვის

„საქართველოში აშკარაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით ფიქსირდება, ვინაიდან სწორედ ეს სექტორია ახალი სამუშაო ადგილების წყარო“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილემ დუგლას ფრანცმა განუცხადა.

მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი დუგლას ფრანცმა უწყებათაშორისი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდა.

როგორც დუგლას ფრანცმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება არა მარტო უზრუნველყოფს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ეკონომიკურ სარგებელს, არამედ დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე.

„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი პრიორიტეტები, რომლის შედეგადაც საქართველო რეგიონში შეასრულებს მოდელის ფუნქციას. მე აუცილებლად მოვახსენებ ორგანიზაციას, რომ საქართველო განვითარებაში ჩართული ქვეყანაა, ქვეყანა, რომელიც შეიძლება იქცეს განვითარების მოდელად სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“ - განაცხადა OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ დუგლას ფრანცმა.

დუგლას ფრანცმა თავისი პირველი ვიზიტიც გაიხსენა, როცა საქართველოს New York Times-ის კორესპონდენტის რანგში ესტუმრა და რეპორტაჟები მოამზადა კორუფციისა და არსებული ეკონომიკური პრობლემების შესახებ.

„ახლა კი ჩამოვედი ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი მიღწევები აქვს კორუფციის დამარცხების, საგადასახადო რეჟიმისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით.  როგორც უკვე აღვნიშნე სხდომაზე, საქართველომ, როგორც განვითარების მოდელმა, საკუთარ თავზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და კიდევ უფრო პროგრესული რეფორმები განახორციელოს როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალურ სფეროში“ - განაცხადა OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics