16:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 18:13:17, 612 ნახვა

საზოგადოება
გიორგი თაბუაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
გიორგი თაბუაშვილმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა სტამბოლში, „ათათურქის" საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
 
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისთვის ამ მძიმე წუთებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. მსურს სამძიმარი გამოვუცხადო მათ, ვინც ამ ტრაგიკულ დღეს დაკარგეს ახლობლები, მეგობრები და საყვარელი ადამიანები, დაზარალებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. მტკიცედ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, თურქეთი შეძლებს წინ აღუდგეს ტერორიზმს და მკაცრად დაისაჯონ დამნაშავეები", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
 
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ასევე, პირადად მიუსამძიმრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics