00:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 16:37:52, 522 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილესთან, დუგლას ფრანცთან გამართა.  
საუბარი შეეხო პროექტებს, რომელშიც OECD არის ჩართული, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიას და საბაჟო რეფორმას. განიხილეს საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების რეფორმები, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, განათლებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის საკითხები.  ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მსოფლიოში მწვანე ეკონომიკის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესგარემოს გაჯანსაღების, ღია მმართველობის კუთხით მიაღწია. 

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და OECD-ის შორის არსებულ წარმატებული თანამშრომლობისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და OECD –ის დელეგაციას შორის დღეს გამართული უწყებათაშორისი შეხვედრის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

"საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც ეკონომიკის, ისე სოციალურ სფეროში. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მიღწეულია პროგრესი მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სარგებელს და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ასე რომ, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს სოციალური კუთხითაც. საქართველოში მიღწეულია უდიდესი წინსვლა კორუფციასთან ბრძოლის, გადასახადების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით. ეს არის  ძალიან იმედისმოცემი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ჩავიტანთ ჩვენი ორგანიზაციის სათავო ოფისში და განვაცხადებთ, რომ საქართველო არის ჩვენი აქტიური პარტნიორი და მისაბაძი მაგალითი და რომ ჩვენ მზად





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics