00:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 12:20:08, 463 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი ერევანში სომხეთის პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შეხვდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაშია უწყების პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს,  სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს, ასევე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანს შეხვდება.

შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და პენიტენციურ და პრობაციის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. ყურადღება გამახვილდება სომხეთის სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ ვითარებაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი შეხვედრებზე კოლეგებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის და იმ საერთო გამოწვევების შესახებ ისაუბრებს, რომელიც სომხეთისა და საქართველოს პენიტენციური სფეროს წინაშეა. განიხილება ალტერნატიული სასჯელების, პრობაციის სფეროს განვითარების, ციხის გადატვირთულობის პრევენციის, პენიტენციური ინფრასტრუქტურის განვითარების, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვისა და სხვა საკითხები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ხვალ სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ალტერნატიული სასჯელების აღსრულების სამმართველოს ხელმძღვანელს ლევონ ავეტისიანსაც შეხვდება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პოლიციის უფროსთან ვლადიმირ გასპარიანთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics