|
2016-06-09 18:40:34, 652 ნახვა
პოლიტიკა
5-მა ევროპულმა სახელმწიფომ ევროსაბჭოს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართა
5 ევროპული ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისადმი ნდობის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ Euobserver წერს. Euobserver-ის ინფორმაციით, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას - ნიდერლანდებს და ევროკავშირის საგარეო უწყებას ერთობლივი წერილით მიმართეს. წერილში ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხების მიღწევა 10 ივნისს ლუქსემბურგში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ან 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება შესალებელი. Euobserver-ის ცნობით, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა, ამიტომ საჭირა, ევროკავშირმა შეთანხმების თავისი წილი შეასრულოს. “გადაწყვეტილების მიღების შეყოვნება ჩვენდამი ნდობას დააზარალებს და შესაძლოა, იქონიოს უარყოფითი შედეგი საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე”, - ნათქვამია წერილში.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)