22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 17:24:24, 657 ნახვა

საზოგადოება
ვილნიუსმა აჭარის დღეებს უმასპინძლა

ლიტვის დედაქალაქში აჭარის დღეები გაიმართა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩებში ქართული ცეკვების ფლეშმობი გაიმართა, სადაც ქართველმა და ლიტველმა ბავშვებმა სხვადასხვა ქართული ცეკვები შეასრულეს.

ღონისძიების მეორე დღეს კი ვილნიუსის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას გაიმართა კონცერტი, სადაც მუსიკალურმა ანსამბლმა „ფერიცვალება“-მ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მწვერვალ“-მა მაყურებელს ქართული ფოლკლორი წარუდგინეს. კონცერტზე ლიტვაში პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა შორენა ჯანიაშვილმა შეასრულა ქართული სიმღერები. კონცერტის მსვლელობისას მაყურებლისთვის აჭარული ხაჭაპურის კულინარიული მასტერკლასიც გაიმართა.

ლიტვაში ჩატარებული „აჭარის დღეები“ დეპარტამენტის მიერ სხვა სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული იგივე ღონისძიებისგან ფორმატით განსხვავებული იყო. ამ შემთხვევაში ქართული ცეკვების, სიმღერისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსის გარდა ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics