22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 10:23:30, 702 ნახვა

საზოგადოება
№25 საბავშვო ბაღში რეგისტრაცია 7 ივნისს დაიწყება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის №19-ში მდებარე ახალ, №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) ბავშვების რეგისტრაცია 7 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge

აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში სხვადახვა მიზეზით დაიხურა. შენობაში დევნილები იყვნენ შესახლებულები. მოგვიანებით ისინი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო.  საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და აღიჭურვა.

ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics