22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 10:41:32, 646 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, შესაბამისად მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ვინაიდან სლოვაკეთი  ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება,  საქართველოსთვის მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

აბაშიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მისი კოლეგა  საქართველოში გასულ წელს  მოიწვია  და მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი  შედგა.

„ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე საუბარი იქნება NATO-ში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე. სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, თან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სლოვაკეთი ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ამ კუთხით მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე განიხილება ორმხრივის ეკონომიკურ ჭრილში. მნიშვნელოვანია რომ შედგება ორი ბიზნესფორუმი თბილისში და აჭარაში. ასევე სლოვაკეთის პრეზიდენტი მოინახულებს სლოვაკურ ინვესტიციებს და ეწვევა საქართველოს რეგიონებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics