19:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 13:30:18, 757 ნახვა

საზოგადოება
​ინდონეზიაში სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის ისტორიულ-ტურისტულ ცენტრში მდებარე პრესტიჟული სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს  ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საზეიმო მიღების ფარგლებში მოეწყო ფოტოების გამოფენა, სტუმრებისთვის სპეციალურად ქართული ყველის სახლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ინდონეზიელ მუსიკოსთა გუნდი, რომელმაც ქართული და ინდონეზიური  ეროვნულ ჰიმნები, ასევე რამდენიმე ქართულ ფოლკლორული სიმღერა შეასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics