21:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 16:46:50, 584 ნახვა

პოლიტიკა
„ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას... რაოდენობას თვითონ დაადგენს“, - მეჭიაური კორძაიას პასუხობს

ნამდვილად არ ვართ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ, - ასე უპასუხა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრ თამარ კორძაიას.

მისივე თქმით, ქალბატონ თამარს შეუძლია იმდენჯერ დაამყაროს სქესობრივი კავშირი რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის.

,,ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას. რაოდენობას თვითონ დაადგენს. რაც შეეხება პარლამენტს, ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია, რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება” - განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, თამარ კორძაიამ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რომ ის რაც პარლამენტში ხდება უსაქმურობაა და მას შთაბეჭდილება რჩება, რომ პროექტის ინიციატორები მალე დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს.

ცნობისთვის, ამ წუთებში, პარლამენტში  ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics