21:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 13:04:14, 522 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: პირველად ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ნატოს ქართული ასეული ულოცავს

„ის რაც დღეს ხდება თავისუფლების მოედანზე, მათ შორის წარმოდგენილი ამერიკული ტექნიკა არის დასტური, რომ საქართველო მარტო არ არის და ჩვენ გვყავს  ერთგული მეგობრები“, - ამის შესახებ საქართველოს  თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს მოედანზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება.

„ქართულ ჯარში არ წყდება სამხედრო მოსამსახურის ფორმის მსურველთა რიცხვი.  ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს. დღეს მოედანზე  ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამის თანხვედრაა, აქ არის პირველი ქართული ნატოს ასეული. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც თავისუფლების მოედანზე საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ნატოს ქართული ასეული ულოცავს“,-განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, თავისუფლების მოედანზე ამერიკელი და ბრიტანელისამხედრო  პარტნიორები იმყოფფებიან.

„სიახლე გვაქვს ის, რომ პოლონელების ასეული სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში ამ დღის მოსალოცად , ხოლო ყველაზე მთვარი არის ჩვენი ახალწვეულები, რომლებიც ჯარში მოვიდნენ საკუთარი სურვილით“, - დასძინა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics