21:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 12:24:25, 498 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ყურადღება იმ 25 წელზე გავამახვილეთ, რომელიც საქართველომ ევროპელ მეგობრებთან ერთად განვლო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მათი აპარატის მიერ წარმოდგენილი კუთხე დაათვალიერა. ბაქრაძის თქმით, მათ ყურადღება გაამახვილეს 25 წელზე, რომელიც საქართველომ ევროპელ მეგობრებთან ერთად განვლო.

„დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავზე, შევეცადეთ, ყურადღება იმ 25 წელზე გაგვემახვილებინა, რომელიც საქართველომ სწორედ ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროკავშირთან ერთად განვლო, - სადაც სხვადასხვა წლებში გამოხატულია დახმარებები, პროგრამები, ის შესაძლებლობები,რაც განსხვავებით 25 წლის წინანადელი პერიოდისგან,საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უკვე აქვს.ეს  მიუთითებს იმ პროგრესზე, რაც ჩვენ 25 წლის განმავლობაში გვქონდა.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად იქნება განხილული,რასთან იქნება დაკავშირებული მას შემდეგ, რაც ის ამოქმედდება. აქედან გამომდინარე ყველას ვულოცავ, მთელ საქართველოს, ვინც 25 წლის განმავლობაში თითო აგური დადო ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე, რასაც დამოუკიდებლობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქართველოს მშენებლობა ჰქვია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics