19:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:20:55, 708 ნახვა

პოლიტიკა
გიგაური კორცხელის ინციდენტზე: ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, გამოძიებამ ამ ნაწილშიც უნდა იაქტიუროს

ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ვართ კომიკურ სიტუაციასში, როდესაც ყველამ ვიცით ვინ იყო ჩართული კანონდარღვევაში, მაგრამ მათი დაკავება ჯერ-ჯერობით არ მომხდარა, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური კორცხელში მომხდარ ინციდენტს.

მისივე განცხადებით, კარგია, რომ რამდნეიმე დღის შემდეგ, მოხდა იმ პირების დაკითხვა.

"კარგია, რომ რამდენიმე დღეში, ამ პირების დაკითხვა მაინც მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ასეთ ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება ჰქონდეს. როდესაც ჩვენ გვექნება არჩევნები და საარჩევნო უბნები, ჩვენ გვინდა სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით სწრაფ რეაგირებას ვხედავდეთ", - განაცხადა გიგაურმა.

 გიგაურის თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად. თუმცა მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტიც გამოიძიოს.

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ ვინ არის მართალი. ერთი მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელზეც გამოძიება არ მუშაობს არის ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა. ეს არის დანაშაული და გამოძიებამ ამ ნაწილში უნდა იაქტიუროს", - განაცხადა გიგაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics