21:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:00:00, 621 ნახვა

პოლიტიკა
4 წლის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საგანგებო შეხვედრა გაიმართება

27 მაისს, 4 წლის შემდეგ  პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს.

„აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და განიხილა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი.

შეგახსენებთ, ფორმატის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დადგა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მოსაზღვრეებმა მოკლეს. ფორმატის აღდგენის შესახებ განცხადება ორი დღის წინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც გააკეთა. გუშინ ამაზე ისაუბრა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმაც.

მისი აღდგენის აუცილებლობაზე გუშინ „ექსპრესნიუსთან“ ისაუბრა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემაც. დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ ე.წ. საზღვრებთან ქართული ბლოკპოსტებიც უნდა აღდგეს, მან ამ ინიციატივით შესაბამის უწყებებს მიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics