14:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 09:23:52, 633 ნახვა

საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა.

„25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics