13:16 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 18:32:13, 813 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩემმა თანაგუნდელმა დავით კოღუაშვილმა დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნა

დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ რაიმე სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავით კოღუაშვილის განცხადებას, სადაც მან გიგი უგულავას პატიმრობის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, გამარჯვება, რომელიც მმართველმა გუნდმა მოიპოვა, გასაფრთხილებელია.

„მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პირადად მე ვუფრთხილდები, რომ არ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენო, ან გული არ ვატკინო თანაგუნდელებს. კოღუაშვილის ბევრი განცხადება იყო საკმაოდ დაუფიქრებელი, პარტიაში ამაზე სრული კონსოლიდაციაა. წინა ხელისუფლების შეფასება ერთმნიშვნელოვანია“, - განაცხადა  კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, კოღუაშვილის ზოგიერთი განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, თუმცა მას მეტი დაფიქრება მართებს.

„თითოეული განცხადება უკავშირდება არა ერთ ადამიანს საქართველოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას პატიმრობის შესახებ ისაუბრა: „მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში“, - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics