11:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 11:24:37, 556 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

წყნეთში, დევნილების დასახლებაში  სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ახალი, ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდება  საფეხბურთო კარი და კალათბურთის ფარები; ძველი ლითონის კონსტრუქცია შეიცვლება თანამედროვე, ახალი კონსტრუქციით; მოეწყობა მინა-პლასტიკის დამცავი ჯებირები და პანდუსები.

სარეაბილიტაციო  სამუშაოებს  ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო.

„რაიონის მასშტაბით, წელს დაგეგმილი იყო 23 სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია; მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, კიდევ რამდენიმე დაემატა და, ჯამში, ვაკის რაიონს წელს 30-მდე აღდგენილი სპორტული მოედანი შეემატება“,-განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ამ დროისთვის 8 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია, 10-ზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

ნოდარ ტურძელაძემ  წყნეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებიც დაათვალიერა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური რამდენიმე მისამართზე აწარმოებს საგზაო სამუშაოებს; ასფალტის ახალი საფარი კოსტავას (2 711 კვ/მ), თბილისის (1 036 კვ/მ), ტაბიძის (3 425 კვ/მ) და სააკაძის (3 919 კვ/მ) ქუჩებზე დაიგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics