|
2016-05-14 14:40:26, 556 ნახვა
საზოგადოება
13-14 ივნისის სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ
თბილისის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ საკრებულოს წევრებს 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ ცვლილების მიხედვით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახებისთვის თანხები დამატებით გამოიყოფა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკითხი სხდომამდე შესაბამისმა კომისიებმა განიხილეს და საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით ერთ და 2-სულიან ოჯახებს ერთჯერადად 4 ათასი, ხოლო სამ და მეტ სულიან ოჯახს 6 ათასი ლარით დაეხმარებიან. საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)