03:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 14:12:47, 526 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვისაც არ სურს ევროპული გზა, მას აქვს თავისუფლება

„ვისაც არ სურს ევროპული გზა, მას აქვს თავისუფლება - არ სურდეს ევროპული გზა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ერთ-ერთი მოსწავლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც  საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ სურს ევროპა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს.

„ვისაც არ სურს ევროპული გზა, მას აქვს თავისუფლება - არ სურდეს ევროპული გზა. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ სურთ ევროპა. ჩემი მიზანია, რომ ის რაოდენობა და პროცენტი იმ ადამიანებისა, ვისაც სურს ევროპა, ევროპული არჩევანი გავზარდო. გავზარდო იმიტომ, რომ, დემოკრატიულ პროცესში ვაჯობო ამ შეჯიბრში მათ. ვისაც არ სურს ევროპა, სავარაუდოდ აქვს ამის არგუმენტებიც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics