|
2016-05-09 13:30:57, 591 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მთავრობისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დიპლომატები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნება და ამ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)