|
2016-05-09 12:46:11, 657 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ნატოში გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერ
მე მხარს არ ვუჭერ ნატო-ში შესვლას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა. მისისვე თქმით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის. კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ „ამას ყველა ამბობს“. „ამას ყველა ამბობს. იმიტომ რომ ყველა გაურბის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ყველა ქვეყანა, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ნატოში ამას ამბობს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ნოტოსგან დაგვიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ფაქტობრივად ომი გამოუცხადოს რუსეთს. მითხრათ რომელი ქვეყანაა დღეს მზად ამისთვის“, - განაცხადა მეჭიაურმა. საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნული განცხადება ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)