03:52 - 28 Jun, 2026
|
2016-05-08 11:51:43, 684 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო მსოფლიო რბენის მხარდამჭერია
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მსოფლიო რბენის მხარდამჭერია. დღეს, დილის 09:00 საათიდან, გადაუდებელი დახმარების სამი ეკიპაჟი კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან არის მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში მარათონის მონაწილეებს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევს. რბენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება და მარათონში 35 ქვეყნის მოქალაქე ერთდროულად ჩაერთვება. ცნობისთვის, მსოფლიო მარათონი ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა მხარდამჭერი, ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში უკვე მეორე წელია იმართება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ღონისძიებაში წელს უკვე მეორედ ჩაერთო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)