|
2016-05-07 13:33:35, 628 ნახვა
საზოგადოება
„ვეფხისტყაოსანი" კორეულ ენაზე გამოიცა
კორეაში, ქალაქ სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი" გამოიცა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი" კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. უწყების ინფორმაციით, პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე" საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს. ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქალაქ სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა უწევდა ცნობისთვის, "ვეფხისტყაოსნის" კორეულ ენაზე გამოცემა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)