|
2016-05-04 18:00:24, 569 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლების პრობლემებსა და მათი დაბრუნების უფლებაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიერ დადებითად იქნა აღქმული ის პოლიტიკა, რომელსაც სამინისტრო დევნილებთან მიმართებაში ატარებს. მინისტრმა და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემო განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს რამდენად არის უზრუნველყოფილი როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ისე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)