18:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 20:31:02, 447 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მიმართა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი აქტიურად დაუჭირონ

25-26 აპრილს ქ. ბრიუსელში მიმდინარეობს  ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა. მასში  საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სხდომის ფარგლებში განიხილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები.

 25 აპრილის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე.

კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესს, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და ხაზი გაუსვა პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ამჟამად განიხილება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში, დავით ზალკალიანმა მიმართა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს  აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასა და დააჩქარონ შესაბამისი პროცედურები.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ევროპარლამენტის წევრებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს  ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე განხილვების დროულად დასრულებასთან დაკავშირებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics