|
2016-04-25 10:44:31, 668 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს დღეს განიხილავს
ევროპის პარლამენტი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვას იწყებს. კონკრეტულად კი სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება. საშინაო საქმეების კომიტეტმა უნდა ისაუბროს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რაც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა. ინიციატივა კი ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა. სხდომა წინა კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო. დღესვე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები. მასზე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, ქართული სამინისტროების წარმომადგენლები ევროპელ დეპუტატებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მიმდინარე და გატარებული რეფორმების შესახებ. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)