|
2016-04-22 11:37:55, 577 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება
საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება. დღეს თბილისში ჰაერის ტემპერატურა +10 +13 გრადუსია. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, ხვალიდან საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, დღეს ქარი ჩადგება და ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე აიწევს. გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით ხვალ თბილისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, მერე ტემპერატურა +23 +26 გრადუსამდე აიწევს. მათივე ცნობით, უნალექო ამინდი 26 აპრილამდე შენარჩუნდება. 26 აპრილიდან თვის ბოლომდე დედაქალაქში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)