|
2016-04-21 14:39:19, 574 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თავისუფლად გადაადგილება ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია
ევროპაში პირდაპირი გადაადგილება ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მოსახერხებელი და საამაყოა, რომ ევროპის მასშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა შეეძლებათ. ”ჩვენ ვაგრძელებთ გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ. ახლა უკვე გვაქვს გამოცდილება რეფორმების წარმატებული განხორციელების, ამოცანების დასახვის, მათი ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების კუთხით. ახლახან შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის მასშტაბით დაუბრკოლებლად გადაადგილების პერსპექტივას უქმნის. თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მოსახერხებელი და საამაყოა, რომ შეეძლებათ ევროპის მასშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა. ეს არის ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ. ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)