14:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 17:41:57, 725 ნახვა

საზოგადოება
„ვალეში“ სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებსა და თურქ მძღოლებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქეთის მოქალაქეებსა და სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხური წარმოშობის პირებმა თურქულ ტრაილერებს გზა გადაუკეტეს და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ინციდენტის შემდეგ შექმნილი საცობის შემდეგ დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა გამოკითხვის ოქმები შეადგინეს, რის შემდეგაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ტერიტორია დატოვეს.

ამასთან, თურქული გაზეთის „საბახის“ ინფორმაციით, სომეხმა მოქალაქეებმა ტრაილერებს ქვები დაუშინეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ. „საბახი“ დაპირისპირების მიზეზად ეროვნულ შუღლს ასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics