12:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 15:47:51, 582 ნახვა

საზოგადოება
შალვა თადუმაძემ ტექნიკური უნივერისტეტის ლექტორებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორების შიმშილობა გრძელდება. შიმშილობის მე-7 დღეს მოშიმშილე ლექტორებს  პრემიერის საპარლამენტო მდივანი შეხვდა. შალვა თადუმაძემ პროფესორებთნ აქციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

საპარლამენტო მდივანმა მათ განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფში ჩართვა შესთვაზა - რაზეც უარი მიიღო.

"მოთხოვნა, რომელიც ეხება რექტორის გადადგომას, ან იმ სადავო საკითხის გადაწყვეტას, რომელზეც სასამართლო საქმე მიმდინარეობს, ბუნებრივია, პრემიერის კომპეტენცია არ არის და კანონიდან გამომდინარე ყველა მხარე უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენად სწორად მორჩა არჩევა, თუ არჩევა მოხდა არასწორად. რაც შეეხება რეფორმირების ნაწილს, საზოგადოებისთვის ცნობილია პრემიერის განწყობა და მისწრაფება იმისკენ, რომ მოხდეს ერთიანი უმაღლესი განათლების რეფორმირება", - განმაცხადა  თადუმაძემ.

მოშიმშილე ლექტორები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ აქციას მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის შემთხვევაში შეწყვეტენ.  

"ჩვენი პრობლემები გაცილებით ღრმაა, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემები. ვამბობ, რომ რეფორმები განათლების სისტემაში სასწრაფოდ არის დასაწყები. ეს რეფორმები ვიღაცამ უნდა დაიწყოს დღესვე. მინიმუმი გარდაქმნების დაწყება შეიძლება დღესვე, ამას არ სჭირდება არც საკანომდებლო ბაზა, არც - არაფერი. ყველაფერი  არსებობს. ამის გამკეთებელი არჩილ ფრანგიშვილი არ არის", - აღნიშნა ლექტორმა ნოდარ ურგებაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics