13:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 12:25:28, 628 ნახვა

პოლიტიკა
ჩხიკვაძე ვიზალიბერალიზაციაზე: ქართული დიპლომატიის მუშაობაზეა დამოკიდებული, ჩაიდება თუ არა სავიზო რეჟიმის აღდგენის პუნქტი

ქართული დიპლომატიის მუშაობაზეა დამოკიდებული ჩაიდება თუ არა ეს პუნქტი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე გერმანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც სავიზო რეჟიმის აღდგენას გულისხმობს.

როგორც ვანო ჩხიკვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ჯერ გერმანული მედიით გავრცელებული ინფორმაცია უნდა დადასტურდეს. კონკრეტულად საუბარი ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმციას მეც ახლახანს გავეცანი. ეს საკითხი ჯერ-ჯერობით დეტალურად არ შემისწავლია. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები - რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ამ პუნქტის ჩადება საჭირო არ არის.

რა თქმა უნდა ახლა ქართული დიპლომატიის მუშაობაზეა დამოკიდებული ჩაიდება თუ არა ეს პუნქტი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. თუ პროცესი დიდად არ დაზიანდება, მაშინ შეიძლება ამ პუნქტის ჩადება. ეს მოალაპარაკების საგანია. ამ შემთხვევაში გერმანიის და საფრნგეთის მხარესთან.

თუმცა გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მაინც უნდა გადამოწმდეს. ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი  მისი დადასტურების შემდეგ შეგვეძლება“, - განუცხადა ვანო ჩხიკვაძემ „ექსპრესნიუსს“.

ცნობისთვის, გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics