|
2016-04-14 12:36:57, 471 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა შეუძლია
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე არ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შიდა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, 33 % აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 30%- „ნაციონალურ მოძრაობას“. კალაძის თქმით, ყველა კვლევა, რომელიც ტარდება, ცხადყოფს, რომ ერთადერთი ძალა ქვეყანაში პარტია „ქართული ოცნებაა“, რომელსაც აქვს რეალური შანსი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში. „NDI-ს ხომ არ ჩაუტარებია? კვლევებს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განცხადება, რომ ყველა კვლევა, რომელიც ტარდება, ეს არის შიდა კვლევები, ასევე ავიღოთ ბოლოს ჩატარებული არჩევნები მარტვილში, არჩევნები გარდაბანში, ცხადყოფს, რომ ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ეს არის პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც აქვს რეალური შანსი, შესაძლებლობა იმისა, რომ მომავლ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, კალაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნების გადაგზავნის საკითხს გამოეხმაურა. „არჩევნების თარიღს რაც შეეხება, არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება და ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ წინასწარ გახდა ცნობილი თარიღი 8 ოქტომბერი, ერთობლივად იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ზოგადად, გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა ყოველთვის არჩევნების თარიღი, ზოგადად ცნობილი არ იყო ხოლმე საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა ეს ყველაფერი, თუმცა მივესალმები, რომ წინასწარ თარიღი იქნა ცნობილი ყველასთვის და ასევე 3 თვე ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა სრულყოფილად ჩაატაროს კმპანია, ქვეყნის განვითარების თავიანთი ხედვა გააცნოს მოსახლეობას და შემდეგ მოსაკლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში და ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა კახი კალაძემ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)