06:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 09:09:07, 377 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა

11-12 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა.  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში (AIM 2016) და სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე: „Global Leaders Debate."
პრემიერ-მინიტრი  ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ დადებით საინვესტიციო კლიმატზე, ჯანსაღ და პოზიტიურ ბიზნესგარემოზე, ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ პოტენციალზე.  ფორუმის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილისგან მოისმენენ, რა როლი უკავია საქართველოს ,,ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში. პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც  საქართველოს მთავრობა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში გაატარებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტთან, დუბაის მმართველ შეიხთან, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics