05:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 15:14:47, 672 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რომის პაპი სექტემბერში ეწვევა

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"უპირველეს ყოვლისა, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც როგორც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოში მოწვევა  ასევე  გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაკათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით.

გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში", - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics