03:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 15:12:05, 532 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ თავდაცვის სამინისტროს სამ თანამშრომელს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ სამინისტროს სამ თანამშრომელს ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებული ინგლისური ენის მოსამზადებელი რვათვიანი კურსი მინისტრის მოადგილის თანაშემწემ ნინო პეტრიაშვილმა, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვეფხვია გრიგალაშვილმა და ურთიერთობისა და კანონმოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსმა ზურა ზერეკიძემ გაიარეს.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე, სასწავლო ცენტრის მენეჯერი ფილიპა გიდინგსი, პედაგოგი ნინო ნამორაძე, სასწავლო ცენტრის მენეჯერის თანაშემწე ნატალია ბაღდავაძე, ასევე, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები: ბრიტანეთის თავდაცვის ატაშის მოადგილე ტრეისი პალმერი და პოლიტიკური ოფიცერი თავდაცვის საკითხებში ანი ჯაიანი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics