18:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-28 16:59:36, 296 ნახვა

პოლიტიკა
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც  გუშინ თანამოაზრეებთან ერთად „სახალხო მოძრაობის“ ჩამოყალიბება. 

მებრძოლმა კამერების წინ თქვა, რომ ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად მზადაა „ციხეშიც წავიდეს“.

„ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ განსაკუთრებულად ჩემი მეუღლის მიმართ არის ძალიან დიდი ბულინგი, უფრო მეტიც, ზიზღის თვალით უყურებენ ამ ყველაფერს და ხაზს უსვამენ ჩემს ვიზუალს...

ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ მთლიანი საქართველო სპორტით იყოს დაკავებული და კონკრეტულად შერეული ორთაბრძოლები იქნება თუ ჭიდაობა და ამ ადამიანებს, მომავალ თაობას, პირიქით, უნდა ვუბიძგოთ, რომ სპორტში წავიდეს და ყურიც ექნება გატეხილი და ცხვირიც ექნება გატეხილი, ნორმალური და ჯანსაღი თაობა უნდა გაიზარდოს და არა როგორც მათ სურთ, ჩვენს ტრადიციებს და ღირებულებებს შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ. მე ამ ყველაფრისთვის მზა ვიყავი... ყველანაირი ბულინგისთვისაც მზად ვარ და ყველაფრისთვის, უბრალოდ ამაზრზენია ეს ყველაფერი, მეტი არაფერი“, - ამბობს ქართველიშვილი რ2-თან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics