02:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 13:35:40, 568 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგებელი ახალგაზრდებს საირმის ქუჩაზე მდებარე საკალათბურთო მოედნის რეაბილიტაციას დაჰპირდა

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საირმის ქუჩაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და საირმის ქუჩაზე მდებარე კალათბურთის მოედნის რეაბილიტაციას დაჰპირდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გაიმართა. მოსახლეობამ გამგებელს აუხსნა, თუ რამდენად საჭიროა ამ უბანში სპორტული მოედნის კეთილმოწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგებელთან ერთად შეხვედრაზე მისი მოადგილეეებიც იმყოფებოდნენ და მათ ერთად დაათვალიერეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

„სტადიონი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მოედანზე, რომელსაც საფარიც კი არასდროს ჰქონია, ხე-მცენარეებია ამოსული, დაზიანებულია მესერი, შეიძლება ითქვას, რომ ობიექტი საჭიროებს არა რეაბილიტაციას, არამედ თავიდან მოწყობას. ახალგაზრდებს ჩვენ შევთავაზეთ თავად აერჩიათ სტადიონის საფარის ნიმუშებიდან სასურველი და დავპირდით, რომ უახლოეს მომავალში შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ადგილობრივებმა გამგებელს პირობა მისცეს, რომ სტადიონის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისინი თავად იზრუნებენ ობიექტის მოვლა-პატრონობაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics