|
2026-07-08 12:57:05, 252 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლის ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე მდებარეობდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ნაგებობა, რომლის დამადასტურებლადაც მერმა შესაბამისი ფოტოები წარადგინა. „უხვი ნალექის შედეგად, 6 ივლისს, მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს. მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიქტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ასევე, მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნაბართვის კორექტირება დაევალა. კალაძის ინფორმაციით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს. „რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, მერის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის შესაძლებლობა. „დიახ, არ ეძლევათ ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რათა პირველ რიგში, დაგიცვათ თქვენ, დაზარალებული მოსახლეობა, რათა არ აღმოჩნდეთ ისევ მოტყუებულები. აღნიშნულმა კომპანიამ - „ნექსთ დორმა“, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ მიეცემათ მათ შესაძლებლობა აშენებული ფართების გაყიდვის. რა არის ამაში ცუდი? ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ არ დარჩეთ ისევ მოტყუებულები. ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი. ეს არის პასუხისმგებლიანი და სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)