|
2016-04-01 15:08:41, 405 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი ე.წ. ოდეერების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის გამოყენება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში. ანგარიშში საუბარი პროკურატურის სისტემაში გატარებულ რეფორმებზეც არის. როგორც აღნიშნულია, ვერ მოხდა პროკურატურის მაქსიმალური დე-პოლიტიზირება. „მისასალმებელია პროკურატურის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, რომელიც აუმჯობესებს პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიებს. თუმცა, კვლავ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა გათვალისწინება სამწუხაროდ არ მოხდა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. მათ შორის საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის და პროკურატურის მაქსიმალური დე პოლიტიზების მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში. ომბუდსმენის აპარატი აქცენტს სუს-ში განხორციელებულ ცვლილებებზეც აკეთებს. ანგარიშის მიხედვით, კვლავ რჩება პრობლემები, მათ შორის ერთ-ერთია უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა. „ასევე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც შსს–დან სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, მათ შორის უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა. წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიცვალა ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის არსი; აღარ არსებობს უწყებათა განუსაზღვრელი წრე, საიდანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეიძლება მიეწოდოს განუსაზღვრელი სახისა და მოცულობის ინფორმაცია. კანონით დადგინდა სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალი რისკის შემცველი უწყებების ჩამონათვალი, ასევე, კონკრეტულად განისაზღვრა ინფორმაციის კატეგორიები, რომელთა გაცვლასაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. თუმცა, ამ ცვლილების მიუხედავად 2016 წლის მარტში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ არსებობის შესახებ. ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები პრაქტიკაში ზედმიწევნით შესრულდეს და არ იარსებოს საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოგროვების მახინჯმა პრაქტიკამ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)