22:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 12:15:49, 555 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად, ტენდერი 12 ადგილზე გამოცხადდება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერებისი საინვესტიციო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ბიზნესსექტორის წარმოადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ნარამნიამ აღნიშნა, რეკლამით დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ.

მერის განმარტებით, ტენდერი 12 ადგილას მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად გამოცხადდება.

„უკვე გამოცხადებულია ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერებების საინვესტაციო ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება რეკლამით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ. უახლოეს მომავალში, ტენდერი 12 ადგილას მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად გამოცხადდება. მოვისმენთ, ბიზნესმენების შეფასებებს ამ და სხვა საკითხებზე. შესაძლოა ბევრი აქტუალური საკითხი მოვისმინოთ.

დღეს ვსაუბრობთ, ამ პროექტებზე და პროგრამებზე, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და მომავალშიც არის დაგეგმილი. განსაკუთრებით ხაზს გაუსვსამ იმ პროექტებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ბიზნესმენებს შეუძლია, აქ საუბარი იქნება ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროქტებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics